22:27 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში – ქრონოლოგია

ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში – ქრონოლოგია

დაპირისპირების მიზეზი

 

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ბათუმში. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც დაკავებული სპორტსმენების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ნათესავებმა, ქალაქის შესასვლელში სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს.

 

პოლიციასთან დაპირისპირება 30 პირის დაკავებით დასრულდა, აქციის მონაწილეების მიზანი ხელისუფლების წევრების ყურადღების მიქცევა იყო, ისინი თვლიან, რომ სპორტსმენები უდანაშაულოები არიან და იმ შემთხვევაში, თუ მათი გათავისუფლება არ მოხდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

ანთაძის და წულუკიძის ნათესავებმა დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ამის შემდეგ ქუჩაში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

 

რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს
2020-05-27რა მოხდა ბათუმში რეალურად? - შსს კადრებს ავრცელებს

 

სპორტსმენების დაკავება

 

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე სამართალდამცავებმა 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულებს ბათუმელ ბიზნესმენთან რომან ჯინჭარაძესთან და მის მეგობრებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

 

აქციას შეუერთდა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილიც. რომელიც დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს.

 

ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადება და 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X