21:46 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

„ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით. თქვენ იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას” – რომან გოცირიძე ლარის კურსზე

„ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით. თქვენ იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას” – რომან გოცირიძე ლარის კურსზე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების” წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „ითარსებიან” და ლარი უფასურდება.

 

„რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო — სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით. თქვენ იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ.”, – ამბობს რომან გოცირიძე.

 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1613 ლარი გახდა.

 

ასევე ნახეთ: რაში დაიხარჯა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა – სულ 870 მილიონი

ავტორი: Prime Time


X