fbpx
21:21 | 2020-07-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„ხიდის ბურჯებთან გიორგი ალყაში მოაქციეს, გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს“ – შაქარაშვილის ბიძა

„ხიდის ბურჯებთან გიორგი ალყაში მოაქციეს, გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს“ – შაქარაშვილის ბიძა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქმის ახალი ვერსიებზე საუბრობს.

 

როგორც შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში წერს, „ტოიოტას“ 3 მგზავრი გიორგი შაქარაშვილს ხიდის ბურჯებამდე ჩაჰყვა, ხოლო ორი მდინარე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე დახვდა.

 

ვიღაც ქმნის საფუძველს, რომ დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან - შაქარაშვილის ბიძა
2020-07-25ვიღაც ქმნის საფუძველს, რომ დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან - შაქარაშვილის ბიძა

 

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.

 

ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა“, – წერს მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X