
ხეთაში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასტიკად მისივე ნათესავი გაუსწორდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.