12:28 | 2021-10-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ხელოვნების სასახლე 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა

ხელოვნების სასახლე 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა

ხელოვნების სასახლე 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„დიდი ამბებია მეგობრებო ხელოვნების სასახლეში! დიდი ხნის ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ დღეს საოცარი პასუხი მივიღეთ, დიახ ჩვენი მუზეუმი 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი International Travel Awards – ის გამარჯვებულია. კატეგორიაში “Best Museum in Georgia 2021”

„მივყვები ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის ნაკვალევს“ - დავით ბაგრატიონი
2021-10-13„მივყვები ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის ნაკვალევს“ - დავით ბაგრატიონი

ხელოვნების სასახლემ უპირობოდ გაიმარჯვა! International Travel Awards ორგანიზებულია Golden Tree Events– ის მიერ. Golden Tree Events გახლავთ წამყვანი ტურისტულ – მარკეტინგული და პიარ კომპანია, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას 5 000 – ზე მეტ ტურისტულ კომპანიას და სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები როგორებიცაა: Castle IN LOVE WITH THE WIND (Bulgaria), BOTANIQ Castle of Tura (Hungary), Radisson Blu Hotel და ა.შ საკმაოდ დიდ ხნიანი და დაძაბული საკონკურსო პერიოდის შემდგომ გვაქვს ბედნიერება გაცნობოთ რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, გამარჯვებულის სტატუსით განთავსდება!

 

ჩვენ ამ ჯილდოთი განსაკუთრებით ვამაყობთ, ვემადლიერებით ხელოვნების სასახლის ყველა თანამშრომელს რომლებმაც თავისი შრომით ეს შედეგი მოიტანა, მადლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რომლის თანადგომის გარეშე ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება შეუძლებელი იქნებოდა!

 

დარწმუნებული ვარ ხელოვნების სასახლე კიდევ არაერთხელ გაახარებს დამთვალიერებელსა და ქართული კულტურის მოყვარულთ!“ – წერს გიორგი კალანდია.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X