12:39 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ხელისუფლებას მოუწევს, ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს – რომან გოცირიძე

ხელისუფლებას მოუწევს, ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, „ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს“.

 

დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს იქნება იმაზე მძიმე და მოჰყვება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე წინა შემთხვევებში.

კახეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - გაწითლდება თუ არა რეგიონი
2021-10-13კახეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - გაწითლდება თუ არა რეგიონი

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია დაწესებული ( საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ). აქამდე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ანგარიშს უწევს ანტივაქსერ ამომრჩევლებს.

 

აგერ, ლატვიაში, აუცრელ მოქალაქეს სუპერმარკეტში არ უშვებენ, ჩვენთან კი მთავრობამ წინასაარჩევნოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმებიც კი ჩამოწერა. საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე“, – წერს გოცირიძე.

 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში ოფიციალურად კორონავირუსის 4837 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 26 პაციენტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X