fbpx
10:32 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

„ხელი გამიშვი, დედა!“… მშობლის სიყვარულსაც აქვს თავისი წესები… – გურამ მეგრელიშვილი

„ხელი გამიშვი, დედა!“… მშობლის სიყვარულსაც აქვს თავისი წესები… – გურამ მეგრელიშვილი

„როგორც დაბადებაა გარდაუვალი, ისე პიროვნების დამოუკიდებლად გახდომის მომენტია აუცილებელი, სხვაგვარად მშობელიც მოკვდება ემოციურად და შვილიც“ … „აზროვნების აკადემია“ საკვირაო სკოლის პედაგოგისა და მწერლის, გურამ მეგრელიშვილის ძალიან საინტერესო ბლოგს აქვეყნებს, რომელიც მშობლისა და შვილის მიჯაჭვულობაზე წერს.

 

გთავაზობთ ამონარიდს გურამ მეგრელიშვილის ბლოგიდან

 

„როდესაც ბავშვი მომწიფების ასაკში შედის, მშობლებთან მისი ურთიერთობები იცვლება. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ხდებოდეს იქ, სადაც ჯანსაღი პროცესი ვითარდება და პიროვნების დამოუკიდებლობა პირველ კონტურებს იძენს. დედ-მამასა და შვილებს შორის მიჯნის გავლება რთული და მტკივნეული მომენტია, რადგან ორივე მხარეს მოსწონს ძველ, შეჩვეულ როლში დარჩენა და კომფორტის ზონა, სადაც თავს ბევრად უფრო დაცულად და კმაყოფილი გრძნობს.

როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ... - მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე
2020-09-21როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ ბოდიში, მაგრამ... - მაიკო კაჭკაჭიშვილი ნინი ბადურაშვილის სკანდალზე

 

ამ ვითარებაში განსაკუთრებით რთული მოცემულობა ბავშვის მხარესაა, რადგან მისი მდგომარეობა ეგოისტური კი არა, ბუნებრივია – არ იცის, რა ელოდება წრის გარეთ, სადაც მცველი და მზრუნველი არ ჰყავს. მშობლის მხარე კი უფრო მეტად ეგოისტურად იქცევა და ამას, როგორც წესი, გაუცნობიერებლად აკეთებს.

 

რა ელის ჩემს შვილს ახალ, უცხო, მტრულ გარემოში, სადაც მე არ ვეყოლები? შეძლებს ის თავის დამკვიდრებას იქ, სადაც ამდენი სირთულეა? „ჩემს დროს სხვა იყო, ახლა კაცობრიობა შეიცვალა და გაფუჭდა და ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება!“ – აი, მთავარი შიში, რაც მშობლებს გვაქვს ხოლმე, როცა საქმე ჩვენს შვილებს – ქოთანში საგულდაგულოდ გაზრდილ უმანკო ყვავილებს ეხებათ, როცა „ახალ მიწაში“ მათი გადარგვის დრო ახლოვდება.

 

ეს გადარგვის მომენტი ძნელი საპოვნია, რადგან შვილები მშობლებზე და პირიქით ძლიერემოციურად არიან დამოკიდებულნი, ამიტომ ორივე მხარისთვის ძალიან რთულია ამ ძაფების მოშვება და შემდეგ ხელის სრულად გაშვებაც, რაც აუცილებელი და გარდაუვალი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში.

 

მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირის შენარჩუნება, მაგრამ ფიზიკურ, მენტალურ და გრძნობით დონეზე დაშორება ორივე მხარისთვის აუცილებელია. ბავშვი დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას სწავლობს, მშობელი კი თოკავს საკუთარ ეგოიზმს, გაურკვეველი მომავლის შიშს და შვილს იმ სამყაროში შებიჯებაში ეხმარება, რომელშიც ოდესღაც თავადაც გადადგა ნაბიჯი.

სოფიკო ჭიაურელის პოსტერი ლედი გაგას ახალ კლიპში - VIDEO 
2020-09-19სოფიკო ჭიაურელის პოსტერი ლედი გაგას ახალ კლიპში - VIDEO 

როდესაც მშობელი შიშობს, მიზეზობს და ერიდება ბავშვის დამოუკიდებლად დატოვებას (პირველ რიგში, ეს სხვისი სივრცის აღიარებით იწყება), ეს ამბავი რაღაცით ემსგავსება მდგომარეობას, როდესაც დედა უარს იტყოდა შვილის დაბადებაზე იმ მიზეზით, რომ მის წიაღში ბავშვი სრულად დაცულია, გარეთ კი, კაცმა არ იცის, რა ელის და ვინ იზრუნებს მასზე.

 

მაგრამ როგორც დაბადებაა გარდაუვალი, ისე პიროვნების დამოუკიდებლად გახდომის მომენტია აუცილებელი, სხვაგვარად მშობელიც მოკვდება ემოციურად და შვილიც.

 

ფსიქოლოგების ნაწილი, დედა-შვილს შორის ემოციურ ბმაზე ლაპარაკისას, რამდენიმე მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, შესაძლოა, გასათვალისწინებელი იყოს ამ საკითხზე ფიქრისა და მსჯელობისას.

 

თუ მშობლების არსებობა დედამიწაზე ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მშობლების „აჩრდილს“ ითვალისწინებს ადამიანი, მისი პირადი სივრცე და ტერიტორია ჯერ სრულად დამოუკიდებელი არაა.

 

ალბათ, მშობლის სიყვარულსაც აქვს თავისი წესები და ამ წესებში ერთ-ერთი მთავარი ხელის დროულად გაშვებაა“ – ასე ასრულებს თავის ძალიან საინტერესო ბლოგს  მწერალი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X