21:37 | 2020-05-20 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ხელახლა ინფიცირებული სახიფათო არ არის! – პაატა იმნაძე რეინფიცირებაზე

ხელახლა ინფიცირებული სახიფათო არ არის! – პაატა იმნაძე რეინფიცირებაზე

რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა“ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღევანდელ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები რამდენიმე ქვეყანას აღწერილი აქვს და გარშემომყოფთათვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

„ეს ჯერ კიდევ ჩინელებს აღწერილი ჰქონდათ, შემდეგ კორეელებმა, დაახლოებით, 150 ასეთი შემთხვევა აღწერეს. ჩვენთან სამია ასეთი აღწერილი შემთხვევა.

 

ჯერჯერობით არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არის ასეთი მოსაზრება, რომ რნმ ინახება ლორწოვანში და მისი დეტექცია ხდება.

 

აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ვირუსი ცოცხალი აღარ არის, უბრალოდ დეტექცია ხდება. იყო თეორია, თუმცა ბევრი უკვე ამას უარყოფს, რომ ხომ არ არის შესაძლებლობა პაციენტების რეინფიცირების.

 

ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიზღვევთ და ასეთი პაციენტები მაინც საკარანტინე სივრცეებში არიან, რათა ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხული იყოს“, – განმარტავს პაატა იმნაძე.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +