fbpx
14:11 | 2020-06-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ხაზარაძე თავის ქალიშვილს ვერ გაათხოვებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მე გავთხოვდი ამ ქვეყანაში!” – კესარია ხაზარაძის განცხადებაზე

“ხაზარაძე თავის ქალიშვილს ვერ გაათხოვებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მე გავთხოვდი ამ ქვეყანაში!” – კესარია ხაზარაძის განცხადებაზე

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ჰომოფობიურ განცხადებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

 

ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს. ხაზარაძის ამავე ეთერში გაკეთებული განცხადებით, უმცირესობების უფლებები ქვეყანაში კარგად არის დაცული.

 

მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება „პრაიმტაიმთან“ მოდელმა კესარია აბრამიძემ შეაფასა.

 

 

არ ვემხრობი/ვეწინააღმდეგები - რას ფიქრობენ ლელოს სხვა წევრები ლგბტ თემაზე
2020-06-07არ ვემხრობი/ვეწინააღმდეგები - რას ფიქრობენ ლელოს სხვა წევრები ლგბტ თემაზე

 

 

– მამუკა ხაზარაძე თავის ქალიშვილს ვერ გაათხოვებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მე გავთხოვდი შეაფასა. საერთოდ არსად არ დამჭირდა წასვლა.

 

თმაშეღებილი ბიჭები უფრო მოთხოვნადები არიან დღეს, ვიდრე შეუღებავი.

 

რა წერია კანონით ფურცელზე, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, მაგას არც ვკითხულობ და არც არავის ვეჭიდავები. მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

 

მე ათი წლის წინ ვთქვი, ახლა ვართ უმცირესობა და ათ წელში უმრავლესობა ვიქნებით-მეთქი და ნამდვილად ასეა უკვე.

 

– ორი წლის წინ, დაწერეთ, რომ პოლიტიკაში გეგმავთ მოსვლას, ისევ ამ აზრზე თუ ხართ და რომელი პარტიით ისურვებდით პოლიტიკაში ყოფნას?

 

– მამუკა ხაზარაძის გუნდში გავწევრიანდებოდი დიდი სიამოვნებით და ცოტა აზრზზე მოვიყვანდი. უფრო განვანათლებდი და საინტერესოს გავხდიდი მის პარტიას.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X