23:35 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

ხანძრის გამო დედამ ოთხი შვილი ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)

ხანძრის გამო დედამ ოთხი შვილი ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)

სტამბულში ქალმა, ხანძრისგან გადასარჩენად, შვილები ფანჯრიდან გადაყარა. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

 

ინციდენტი ოთხშაბათს, 24 თეტბერვალს ესენლერის რაიონში მოხდა. ხანძარი მრავალბინიანი კორპუსის მესამე სართულზე დაიწყო. კადრებში ჩანს, როგორ ყრის დედა ფანჯრიდან თავის შვილებს რიგ-რიგობით, ქვემოთ შეკრებილი ადამიანები კი მათ იჭერენ.

 

ბავშვები არ დაშავებულან.

 

ერთ-ერთი მეზობელი ყვება, რომ თავიდან ბინიდან ჯერ შავი კვამლი გამოჩნდა, შემდეგ კი ფანჯრებიდან ბავშვების ყვირილი გაისმა.

 

„ჩვენ გავშალეთ ზეწრები. ქალმა ბავშვების გადმოგდება დაიწყო. ზეწრების დახმარებით, ოთხივეს დაჭერა შევძელით“ – ყვება თვითმხილველი.

 

მოგვიანებით მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. ხანძრის მიზეზი არ კონკრეტდება.

 

ავტორი: Prime Time


X