17:11 | 2020-06-08 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხანძარი თბილისში – მაშველებმა მუხიანში 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

ხანძარი თბილისში – მაშველებმა მუხიანში 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

 

მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და საცხოვრებელი ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება
2020-06-08პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმა მცირდება

 

„ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X