12:30 | 2020-09-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ხანძარი სკოლაში! – მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ

ხანძარი სკოლაში! – მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ

გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.

 

„ნომერი არ გვაღირსეს!“ - ელისაშვილმა ბანერზე საარჩევნო ნომრის ნაცვლად საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა (ვიდეო)
2020-09-16„ნომერი არ გვაღირსეს!“ - ელისაშვილმა ბანერზე საარჩევნო ნომრის ნაცვლად საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთი ოთახი. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები