11:01 | 2020-03-20 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

 

 

ფოტო: რუსთავი-2

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები