21:44 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

„ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში“ – დეტალები 9 წლის ბავშვზე 14 წლის მოზარდის ძალადობის საქმიდან

„ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში“ – დეტალები 9 წლის ბავშვზე 14 წლის მოზარდის ძალადობის საქმიდან

კახეთში 14 წლის მოზარდი 9 წლის ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში სექსუალურ ურთიერთობას სისტემატურად, მათ შორის, სკოლაშიც ამყარებდა.

 

ნათესაურ კავშირში მყოფი ბიჭი მსხვერპლს დანით არაერთხელ, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. არასრულწლოვანმა, დანით დაშინების გზით, ძალადობა სცადა ამავე სოფელში მცხოვრებ 8-9 წლის ძმებთანაც. ბავშვები სოფლის მიტოვებულ შენობაში მოტყუებით, შეჰყავდა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ამის შესახებ დაზარალებულის ოჯახის წევრი აცხადებს.

 

„სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო?მოჰყავდა და ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში. ვითომ ნათესაური კავშირით შემოდიოდა. მაგას ნათესავი ჰქვია?ბავშვი არაფერს ამბობდა. ყელზე დანას ადებდა, რომ არაფერი ეთქვა. ეს ყველაფერი თურმე ერთი წელი გრძელდებოდა. ბავშვი დაშინებული ჰყავს,“- აცხადებს 9 წლის ბავშვის ოჯახის წევრი, „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

 

14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მოძალადესთან ერთად პატიმრობაში გადაიყვანეს დაზარალებული ძმების მამაც, რომელმაც შემთხვევის გაგების შემდეგ ბრალდებულს ჭრილობა ყურის არეში მიაყენა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +