fbpx
12:27 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს ვასწავლიდით – რას ინანიებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს ვასწავლიდით – რას ინანიებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?!”,- ამის შესახებ დეკანოზი თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას განაცხადა.

 

„მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით. როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება. როგორ უნდა ვწრთოდეთ და ვშიშობდეთ, რომ ვაიმე ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ.

 

რას იზამენ. აცრებით დაგვღუპავენ ყველას. ეს ეკადრება ზოგადად ქრისტიანს? ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით,“- ამბობს დეკანოზი.

 

 

 

ავტორი: Prime Time
X