15:23 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

„ხალხი მოიწამლება“ – სოფელ წერეთელში დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ

„ხალხი მოიწამლება“ – სოფელ წერეთელში დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ. ადგილობრივი დავით ქველაძის თქმით, წყალი სილიანი მოდის და დასალევად უვარგისია.

 

„წლებია ჩვენთან წყლის პრობლემა, რომ არის. ადრე ნაგავი მოყვებოდა, ჭიაყელებიც კი ვნახეთ, მერე ერთი პერიოდი გამოსწორდა და შედარებით სუფთა მოდიოდა, ახლა ისევ დაბინძურებულია, განსაკუთრებით ბოლო სამი კვირაა ძალიან სილიანი მოდის. წყალს დასალევად რომ ვიღებთ, ჭურჭლის ძილი სულ ილექება.

 

ეს წვრილ-წვრილი ქვიშაა, მე ფილტრები მაქვს დაყენებული, დერეა მოვხსენი და სავსეა ნაგვით, ეს ფილტრიც გამიფუჭდა. არც არავინ არა ანაზღაურებს ახლა ამ ზარალს და ახალი ფილტრი ვიყიდე.

 

სურსათის უვნებლობაში დავრეკე, რომ მოსულიყვნენ და წყალი შეემოწმებინათ, მაგრამ არავინ არ მოსულა, ასე ხალხი მოიწამლება“,- ამბობს დავითი.

 

„ბავშვებს მუცლის ტკივილები აწუხებდათ“ - სოფელ კოღოთოში დაბინძურებულ წყალზე ჩივიან
2020-06-22„ბავშვებს მუცლის ტკივილები აწუხებდათ“ - სოფელ კოღოთოში დაბინძურებულ წყალზე ჩივიან

 

სასმელი წყლით, სოფელ წერეთელს  შ.პ.ს სოფწყალი ამარაგებს. „პრაიმტაიმი“ სოფწყალის დირექტორს ნაბი აბდულაევის განცხადებით, წყლის მილები, რომლითაც აღნიშნული სოფელი მარაგდება ძალიან ძველია და ხშირად ავარიული სიტუაციები იქმნება, რაც წყლის დაბინძურებას იწვევს.

 

„ეს მილები არის ძველი და ამის გამო ხდება პერიოდულად წყლის დაბინძურება. 15 ივლისიდან სოფელ წერეთლის წყლით მომარაგება სხვა კომპანიას გადაეცემა და ახალ სუფთა წყალს მიიღებს მოსახლეობა“, – ამბობს ნაბი აბდულაევი.

 

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X