fbpx
14:04 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

კეზერაშვილის ყოფილი პარტნიორი რუსული კორპორაცია Sistem-ს ერთ-ერთ დირექტორად დაინიშნა

კეზერაშვილის ყოფილი პარტნიორი რუსული კორპორაცია Sistem-ს ერთ-ერთ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი დავით იაკობაშვილი რუსული საინვესტიციო კორპორაცია Sistem-ს დამოუკიდელ დირექტორად აირჩიეს. 

 

კორპორაციის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ იაკობაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 27 ივნისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას მხარი დირექტორთა საბჭოს ყველა, 12-ვე წევრმა დაუჭირა, მათ შორისაა კრემლის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი ანატოლი ჩუბაისი და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

 

იაკობაშვილი Sistem-ს დირექტორთა საბჭოს წევრი 2011 წელს გახდა და უმსხვილეს რუსულ კორპორაციაში აქციებსაც ფლობს.

 

ტელეკომპანია „ფორმულა“ Sistem-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ კორპორაციად მოიაზრებს, რომელსაც სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

 

დოკუმენტით ირკვევა, რომ სწორედ ამ კორპორაციაში საკმაოდ მაღალ პოსტზე დაინიშნა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მრავალმილიონიანი ბიზნეს ურთიერთიერთობა აკავშირებს.

 

ცნობილია, რომ კეზერაშვილი და იაკობაშვილი საქართველოში ერთად ფლობდნენ მსხვილი კომპანიების აქციებს, თუმცა 2012 წლიდან კეზერაშვილის ყველა ბიზნესი, მათ შორის „გალფის“ აქციები დავით იაკობაშვილმა სრულად გადაიბარა. გარიგების ზუსტი დეტალები არ ხმაურდება.

 

კეზერაშვილი-იაკობაშვილის ბიზნეს პარტნიორობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველოს“ ანგარიშში. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X