21:32 | 2020-04-27 ავტორი: თამთა თორდია

კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარება 50-დან 150 ლარამდე ეღირება

კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარება 50-დან 150 ლარამდე ეღირება

ამირან გამყრელიძის თქმით, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარს შეადგენს.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტს კერძო კლინიკას სახელმწიფო მისცემს, მაშინ ეს ფასი 100 ლარით შემცირდება.

 

მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ აისახება.

 

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტი და სახელმწიფო კლინიკებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ ღირს მოსახლეობისთვის, ის სრულიად უფასოა. რასაც ვატარებთ ანაზღაურებს სრულად სახელმწიფო.

 

დღეს სწორედ გაიგზავნა მთავრობაში სამინისტროს მიერ ახალი დადგენილება, ანუ ცვლილება დადგენილებაში, სადაც განისაზღვრა სწორედ ტარიფი.

 

რამდენადაც მე ვიცი, ეს ტარიფი არის 150 ლარის ფარგლებში, მაგრამ სინჯის აღების გარეშე, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა.

 

ოღონდ თუ ტესტს კერძო კლინიკას მისცემს სახელმწიფო, მას გამოაკლდება 100 ლარი.

 

50 ლარი კი იქნება მომსახურებისთვის, ხელფასის ანაზღაურებისთვის და ა.შ. ეს არის ტრიფი, რომელსაც ადგენს სახელმწიფო და იმედი მაქვს ეს ხვალ ოფიციალურად იქნება დადგენილი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები