15:10 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

კელი დეგნანი:  „კახეთი საერთშორისო ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია“ 

კელი დეგნანი:  „კახეთი საერთშორისო ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია“ 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კახეთის რეგიონს ესტუმრა.

 

კელი დეგნანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან გამართა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მეფე ერეკლე მეორეს სასახლესა და თელავის ისტორიულ მუზეუმს ეწვია.

 

ელჩის განმარტებით, კახეთის რეგიონი საერთშორისო ტურიზმისთვისაც მიმზიდველი ადგილია.

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა
2020-06-12აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და ზოგადად კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ COVID- 19 – ის შედეგები და ის თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ- ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით” – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მეორე დღეა, კახეთის რეგიონში იმყოფება.

 

 

კელი დეგნანი, ლოპოტას ტბაზე, საქართველოს მთავრობის მეთაურისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრას ესწრებოდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩმა განაცხადა, რომ გაითვალისწინებს პრემიერის რჩევას და აღმოაჩენს საქართველო. 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები