00:42 | 2020-09-16 ავტორი: Prime Time

ყაველაშვილი გვარამიაზე: ამ პიროვნებისგან ოჯახის სიყვარულის როგორც ავადმყოფობის მოხსენიება ნამდვილად მიუღებელია

ყაველაშვილი გვარამიაზე: ამ პიროვნებისგან ოჯახის სიყვარულის როგორც ავადმყოფობის მოხსენიება ნამდვილად მიუღებელია

ამ პიროვნებისგან ოჯახის სიყვარულის როგორც ავადმყოფობის მოხსენიება ნამდვილად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „არენაში“ ნიკა გვარამიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე.

2020-07-31"ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო" - გიორგი ვაშაძეს ყოფილი თანამოაზრეები უპირისპირდებიან

 

„ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა, რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი. ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა – აი გორში მისი გაქცევა.

 

სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს და თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ჰქონოდეს პრეტენზია გამოჩენის და კიდევ მმართველ ძალაში დაბრუნების“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X