01:10 | 2020-07-17 ავტორი: Prime Time

კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს (კოლორადო)

კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს (კოლორადო)

აშშ-ში, კოლორადოს შტატში კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს. მამაკაცი სახლში 12 წლის ტყუპთან იმყოფებოდა.

 

CNN-ის ცნობით, მამაკაცს სამზარეულოდან ხმაური მოესმა. ოთახში შესულს კი დათვი დახვდა. მან ცხოველის სახლიდან გატყუება სცადა.

 

მამაკაცი ცდილობდა დათვი ბავშვებთან არ მიეშვა. სწორედ ამ დროს ცხოველმა მას ჯერ სახეში, შემდეგ კი ზურგში ჩაარტყა თათი, თუმცა შემდეგ სახლის დატოვება თავად დაავიწყდა.

 

დაშავებულმა ჩერნოვსკიმ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა, რომლის თანამშრომლებმაც დათვის პოვნა და მოკვლა მოახერხეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X