22:02 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მამის გარდაცვალების გამო, შვილმა თავი მოიკლა - სისხლიანი გარჩევის ორმაგი ტრაგედია მუხრანში
2021-06-15მამის გარდაცვალების გამო, შვილმა თავი მოიკლა - სისხლიანი გარჩევის ორმაგი ტრაგედია მუხრანში

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X