19:42 | 2020-08-09 ავტორი: Prime Time

კაცს, რომელიც 4 დღე ასლოკინებდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა – COVID-19-ის აქამდე უცნობი სიმპტომი

კაცს, რომელიც 4 დღე ასლოკინებდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა – COVID-19-ის აქამდე უცნობი სიმპტომი

ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხშირი სლოკინი შესაძლოა, კორონავირუსის განვითარების ერთ–ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ დასკვნა ჟურნალ The American Journal of Emergency Medicine–ში გამოქვეყნდა.

 

მათ ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტი გამოიკვლიეს. როგორც ირკვევა, მას COVID-19–ის არცერთი მანამდე ცნობილი სიმპტომი არ ჰქონდა. თუმცა, ის ოთხი დღის განმავლობაში ასლოკინებდა.

 

კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X