01:03 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა – ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს

კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა – ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს

უფლებადამცველი, ბაია პატარაია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტს ეხება.

კერძოდ, როგორც უფლებადამცველი წერს, კაცმა ცოლს აცრის გამო სცემა.

 

„თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს“,-წერს ბაია პატარაია.

 

ნახეთ სხვა საინტერესო სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!