fbpx
17:10 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

„კაცმა ტირილი დაიწყო, ერთი კვირის წინ დავასაფლავე შვილი, რა ვალს მთხოვო“ – პრობლემური სესხების მართვის თანამშრომლის გულახდილი ინტერვიუ

„კაცმა ტირილი დაიწყო, ერთი კვირის წინ დავასაფლავე შვილი, რა ვალს მთხოვო“ – პრობლემური სესხების მართვის თანამშრომლის გულახდილი ინტერვიუ

რა მოხდება თუ ვადაგადაცილებულ სესხს არ გადავიხდით? რა მოხდება თუ მუქარის ზარებს არ ვუპასუხებთ? გვიჩივლებენ კი სასამართლოში? ემუქრება თუ არა სინამდვილეში ჩვენს ქონებას დაყადაღების საფრთხე? და საერთოდ, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ვადაგადაცილებული სესხის შესახებ:

 

2020-07-16"გაჭირვების გამო, ბაბუა დღეში ერთხელ იკვებებოდა, თავის მოკვლაც სცადა" - ვახტანგ ბოჭორიშვილის შვილიშვილი აქამდე უცნობ დეტალებზე

ხშირია შემთხვევები, როცა ბანკის თანამშრომელი, ან კერძო აღმასულებელი დღეში რამდენჯერმე გირეკავთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით გატყობინებთ, რომ თუ თანხას დროულად არ გადაიხდით,ანგარიშებს, ან ქონებას დაგიყადაღებენ, ან სასამართლოში გიჩივლებენ. მუქარის შემცველი ზარები ხშირად პერმანეტულ სახეს იღებს. ხშირ შემთხვევაში სახეზეა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც ადამიანი ზოგჯერ სიკვდილამდეც კი მიჰყავს.

 

აღნიშნულ საკითხზე არადროს საუბრობენ პრომლებური სესხების მართვის კომპანიაში, თუმცა ჩვენ გაგვიმართლა და შევხვდით ქალბატონს, რომელიც რამოდენიმე თვის წინ მუშაობდა
პრომლებური სესხების მართვის ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.

 

ცხადია, მისივე თხოვნით ვიცავთ ანონიმურიობას. ქალბატონი გვიყვება, თუ როგორ ხდება იძულების წესით თანხის “ამოღება”:

 

– მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით პრობლებური სესხების მართვის ბიუროში?

 

– იმ პერიოდში არ ვმუშაობდი და მეგობარმა შემომთავაზა ეს სამსახური – მითხრა, არაფერია რთული – მსესხებელს უნდა დარეკო და სთხოვო, რომ დავალიანება დაფაროსო.
თვითონ ტრენინგებს უტარებდა სესხის დამწყებ ოფიცრებს. დავთანხმდი, მაგრამ სჯობდა არ დავთანხმებულიყავი. მხოლოდ დარეკვა და თხოვნა საქმეს არ შველოდა, ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განმეხორციელებინა, რაც ძალიან გამიჭირდა.

 

– ტრენინგი თქვენს მეგობართან გაიარეთ? მოგვიყევით ამ ტრენინგის შესახებ – რას გასწავლიდნენ?

 

– არა, ჩემი მეგობარი შვებულებაში იყო და ტრენინგი სხასთან გავიარე. ტრენინგზე გვასწავლიდნენ, როგორ უნდა დავლაპარაკებოდით კლიენტს. ძირითადად დაზეპირებული ტექსტებით გვიწევდა ლაპარაკი. პუნქტებად იყო ჩამოწერილი, რა უნდა გვეთქვა პირველ დარეკვაზე, მეორე და შემდეგ ჯერზე.

 

ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო... - ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 
2020-06-16ჩემს შვილს დასცინიან დედაშენი მათხოვარიაო... - ვინ არის ქალი ვის უმძიმეს ცხოვრებაზეც ფილმს იღებენ 

მაგალითად, პირველად თუ ზრდილობიანად ვთხოვდით თანხის დროულ დაბრუნებას და უარს ვიღებდით, რამდენიმე დღეში მეორე დარეკვაზე უკვე თანხის გადანაწილებას ვთვაზობდით. თუ ესეც არ იმოქმედებდა და თანხას მაინც არ დაფარვდა, მერე უკვე ვეუბნებოდუით, რომ მოხდებოდა მათი, ან მათი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღება სასამართლოს გზით, თუმცა მე ამის თქმა არ მომიხდა, წამოვედი მალევე.

 

– დღეში რამდენ ადამიანთან გიწევდათ დარეკვა?

 

– გეგმა გვქონდა, რომ დღეში 80-100 ადამიანთან დაგვერეკა და გავსაუბრებოდით. თუ ვერ მოვასწრებდით, მეორე დღეს უნდა აგვენაზღაურებინა.

 

– წამოვედიო მითხარით… რა გახდა წამოსვლის მიზეზი?

 

– სიმართლე გითხრათ, გამომიშვეს. სულ ერთი თვე ვიმუშავე. ეს პერიოდიც იმიტომ გავიჭირვე, რომ ხელფასი სრულად ამეღო. მერე მითხრეს, შენ აქ ვერ იმუშავებ და სჯობს, სხვა სამსახური ნახოო.
რთულია შეასრულო გეგმა, დღეში 100 კაცთან რომ ვრეკავდით, აქედან ჩარიცხვებიც უნდა გვქონოდა აუცილებლად.

 

იქ გოგოები უყვიროდნენ, ეჩუხბებოდნენ, ემუქრებოდნენ კლიენტებს და გეგმასაც ასრულებდნენ. მე არ შემეძლო ფსოქოლოგირად მეძალადა კლიენტზე. როგორ შეიძლება შვილმკვდარ მამას შვილის ვალი მუქარით მოატანინო?

 

– შვილმკვდარ მამას?! ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ გარდაცვლილი თუ იყო მსესხებელი, ოჯახისთვის უნდა მოგეთხოვათ ვალის დაბრუნება?

 

– დიახ, რა თქმა უნდა. ასე გვთხოვდნენ. მქონდა შემთხვევა, როცა დავრეკე ერთ ბიჭთან. კარგად მახსოვს, დაბადების წელი 1990 წელი ეწერა. გავიფიქრე
ახალგაზრდა ბიჭია ადვილად მოვატანინებ-თქო. დავრეკე და კაცმა მიპასუხა. მსესხებლი რომ ვიკითხე, იმ კაცმა ტირილი დაიწყო, ერთი კვირის წინ დავასაფლავე
შვილი, რა ვალს მთხოვო. გავუთიშე და მეც ამეტირა.

 

თუ ფულს არ მივუტან, შვილს სამუდამოდ დამაშორებენ - სულისშემძვრელი ისტორია
2020-07-04თუ ფულს არ მივუტან, შვილს სამუდამოდ დამაშორებენ - სულისშემძვრელი ისტორია

უფროსი მომიტრიალდა და მეუბნება – რა გატირებს, მოკვდა და მოკვდა, ყველა კვდებაო, კეთილი ინებოს და მამამისმა გადაიხადოს ეს ვალიო, რა ჩემი საქმეა მოკვდა თუ არაო. ამაზე უფრო გავბრაზდი.

 

ბევრი იყო ეგეთი შემთხვევა… გარდაცვლილთან ან ლოგინად ჩავარდნილთან რომ ვრეკავდი, ხალხი მეუბნებოდა, პურის ფული არ მაქვს და ვერ ვიხდიო, მინდა მაგრამ ვერაო. შეუძლებელია იმ სტრესს გაუძლო, ან შუბლის ძარღვი უნდა გაიწყვიტო და ისე ესაუბრო მსესხებლებს.

 

– თქვენ თქვით, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტექსტით რეკავდით… სასამართლოში ჩივილზე და ყადაღებზე რას გვეტყვით?

 

– არანაირი სასამართლო და დაყადაღება არ არის. უბრალოდ ვაშინებდით. მეორე ოფისიდან მიდოდნენ სახლებში, ვითომ აღწერას აკეთებდნენ და ეუბნებოდნენ, დაგიყადაღებთო. მაგრამ სინამდვილეში, ეგეთი შემთხვევა არ მახსოვს მე. ამ სფეროში მთავარია დამაჯერებლად საუბრობდე, დააჯერო კლიენტი, რომ მართლა დაუყადაღებენ სახლს, ან ქონებას, შეშინდეს და ვალი გადაიხადოს.

 

მათი გადახდილი თანხიდან ჩვენ ვიღებდით ხელფასებს. ძირი თანხა გამსესხებელს უბრუნდება, პროცენტი კი ნაწილდება: ნაწილი ხელფასებზე იხარჯება და ნაწილი – კომპანიის ბალანსზე ირიცხება. თან, კანონის შესაბამისად, თუ მსესხებელს ქონება არ ერიცხება, მშობლის ქონებას ვერც დააყადაღებდა ვერავინ.

 

– და მაინც, თუ შეიტანეს სასამართლოში საქმე, როგორ ხდება თანხის გადახდა?

 

– სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის არიდებენ თავს სასამართლოში ჩივილს, სასამართლოს ხარჯებს ხშირად კომპანია იხდის, თან სასამართლო მსესხებელს მხოლოდ ძირითად,თანხის ძირს სთხოვს, პროცენტებს აკლებს, ეს კიდე კომპანიას არ უნდა, სარგებელს ვეღარ იღებს. ამიტომ, ყოველთვის თავს იკავებენ სასამართლოსგან.

 

ერთხელ მქონდა შემთხვევა რომ კლიენტს ვუთხარი – თუ დროულად არ გადაიხდიდა, იძულებული ვიქნებოდით საქმე სასამართლოსთვის გადაგვეცა. კლიენტს გაეცინა – 3 წელია მიჩივით და რით ვერ მიჩივლეთ, დაიკეტა სასმართლოო?! გამეცინა და გავუთიშე.

 

– დასაწყისში ფსიქოლოგიური ზეწოლა ახსენეთ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამის შესახებ…

 

– ყველაზე რთული ნაწილი ამ სასახურში ზუსტად ეს იყო: თუ ვერ დავითანხმებდით კლიენტს თანხის მოტანაზე, მესამე ან მეოთხე დარეკვაზე ვეუბნებოდით – ხომ კარგი იყო თანხა რომ აიღო?
მაშინ ხომ გამოიყენა და ახლა გადახდა რატომ აღარ უნდოდა? იყო შემთხვევა, როცა ჩემს გვერდით მჯდომი გოგონა ესაუბრებოდა კლიენტს და ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქცია, მეორე დღეს ამ კლიენტმა ფული ჩარიცხა.

 

ძირითდად პიროვნების შეურაცხყოფაზე გადადიან. მე ეგეც ვერ შევძელი. ემუქრებიან ოჯახის წევრზე ვალის გადაწერით, აშანტაჟებენ სასამართლოთი და ბინის ყადაღით, საუბრის ტონი ირონიული და
დამცინავი არის ხშირად.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X