22:43 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

კაცმა თბილისში 51 წლის წინ გაშვილებული და იპოვა

კაცმა თბილისში 51 წლის წინ გაშვილებული და იპოვა

მერაბ ქანთარიამ 1969 წელს გაშვილებული და გადაცემა „პროფილის“ მეშვეობით იპოვა.

 

ახლა დედამისი 86 წლის არის. მას 51 წლის წინ სამშობიაროში უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა ყოველთვის ეჭვობდა, რომ ბავშვი გააშვილეს.

 

ამბავი რამდენიმე თვის წინ გადაცემა “პროფილში” მერაბ ქანთარიამ მოყვა და თქვა, რომ წლებია საკუთარ დას ეძებს.

 

ამ გადაცემიდან მალევე მის მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა:

 

„დაგვირეკა მისმა დაქალმა და რაღაც კითხვები დამისვა, მესამე შეკითხვაზე მივხვდი… ეს ძალიან მოულოდნელი სიხარული იყო“, – ყვება რესპონდენტი.

 

გადაცემის წამყვანის, მაია ასათიანის თქმით, “ბატონი მერაბის და ძალიან წარმატებული და საქმიანი ქალია”, თუმცა მან საჯაროდ, სატელევიზიო ეთერში საუბარი არ ისურვა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +