fbpx
20:13 | 2021-01-08 ავტორი: ამუკა ქორიძე

კაცმა 92 წლის ქალს კორონავირუსის ყალბი ვაქცინა ფულის სანაცვლოდ გაუკეთა

კაცმა 92 წლის ქალს კორონავირუსის ყალბი ვაქცინა ფულის სანაცვლოდ გაუკეთა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს კაცს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, 92 წლის ქალს ყალბი Covid – 19-ის ვაქცინა, 160 ფუნტის (217$) სანაცვლოდ გაუკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ლონდონის პოლიციამ  ეჭვმიტანილის ფოტოები გაავრცელა და მოსახლეობას ძებნილის პოვნაში დახმარებისკენ მოუწოდა. აღნიშნული პირი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია. ინფორმაციის მიხედვით, 30 დეკემბერს, დაზარალებულს მისივე სახლში მიაკითხა და თავი ქვეყნის ჯანდაცვის მომსახურების წარმომადგენლად გაასაღა.

 

Elderly woman given fake covid-19 vaccine at own home and told to pay £160 - Wales Online

 

92 წლის ქალის ცნობით, დამნაშავემ წვრილი ნემსისმაგვარი ინსტრუმენტი გაუკეთა და ფული იმ პირობით გამოართვა, რომ „ჯანდაცვა“ მოგვიანებით აუნაზღაურებდა. ამის შემდეგ, კაცმა მეორე დღესაც მიაკითხა დაზარალებულს და თანხის გადახდა კიდევ მოსთხოვა.

 

სამართალდამცავების თქმით, ჯერჯერობით უცნობია რითი აცრა ქალი დამნაშავემ ან საერთოდ, რაიმე ნივთიერება შეუყვანა თუ არა მას.

 

„ჩვენ საზოგადოების წევრზე განხორციელებული ამაზრზენი და აბსოლუტურად მიუღებელი შეურაცხყოფა შეწყნარებული არ იქნება“ – განაცხადა გამოძიების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დეტექტივმა – კევინ აივსმა.

 

ისევე როგორც სხვა ევროპული სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთიც ახალ წელს ჩაკეტილი, „ლოქდაუნში“ შეხვდა.  CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში, დაახლოებით, ყოველ 50 ადამიანიდან ერთს კორონავირუსი აქვს.

 

ასევე, შეგახსენებთ, რომ ყველა ადამიანს, ვინც დიდი ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთას გადაწყვეტს, კორონავირუსზე 72 საათით ადრე გაკეთებული ტესტის წარდგენა, იმ ქვეყნის დატოვებამდე მოუწევს, საიდანაც იგი მიემგზავრება. აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლა მომავალი კვირიდან იგეგმება.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X