fbpx
16:20 | 2020-06-15 ავტორი: ნინი ტაველიძე

კაცი 17 წელი სასჯელს იმ დანაშაულისთვის იხდიდა, რომელიც მისმა ორეულმა ჩაიდინა – მას 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს

კაცი 17 წელი სასჯელს იმ დანაშაულისთვის იხდიდა, რომელიც მისმა ორეულმა ჩაიდინა  – მას 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს

ორეულის ნაცვლად 17 წლით დაპატიმრებულ კაცს 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ინფორმაციას People ავრცელებს.

 

4 წლის ბავშვის მკვლელობის გამო კაცმა 30-წლიანი სასჯელი ისე მოიხადა, რომ ეს მას არ ჩაუდენია
2020-06-084 წლის ბავშვის მკვლელობის გამო კაცმა 30-წლიანი სასჯელი ისე მოიხადა, რომ ეს მას არ ჩაუდენია

 

რიჩარდ ჯონსის ისტორია ასეთია:

 

მისურიში მცხოვრები რიჩარდ ჯონსი 24 წლის იყო, როცა იმ დანაშაულის გამო (ქალის გაქურდვისა და სასტიკად ცემის ბრალდებით )დააკავეს, რომელიც მას არ ჩაუდენია.

 

თვითმხილველმა ის ამოიცნო, სინამდვილეში კი დანაშაული მისმა ორეულმა ჩაიდინა. იმის მიუხედავად, რომ ჯონსს ალიბი ჰქონდა და მისი დნმ დანაშაულის ადგილზე არ არსებობდა, ის მაინც დააპატიმრეს.

 

რიჩარდი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა როგორმე ციხისთვის თავი დაეღწია.

 

რამდენიმე წლის შემდეგ, მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ რეალური დამნაშავე, რიკი ამოსი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა, იმავე ციხეში იყო მოთავსებული

 

რიჩარდ ჯონსი და რიკი ამოსი
რიჩარდ ჯონსი და რიკი ამოსი

 

ხელმეორედ გასაჩივრების შემდეგ, მსხვერპლმა ჯონსისა და მისი ორეულის, რიკი ამოსის გარჩევა ვერ შეძლო. მოსამართლემ ჯონსი სასამართლოდან გაათავისუფლა.

 

42 წლის ასაკში მას ზარალის ანაზღაურების მიზნით 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X