fbpx
18:35 | 2020-10-10 ავტორი: Prime Time

კაჭარავას მეხუთე ჩიხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კაჭარავას მეხუთე ჩიხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კაჭარავას მეხუთე ჩიხში მიმდინარეობს.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 36 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X