12:16 | 2020-07-03 ავტორი: Prime Time

კარგი სიახლე – საქართველოში კორონავირუსის შიდა გამოვლენის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კარგი სიახლე – საქართველოში კორონავირუსის შიდა გამოვლენის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ბოლო მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის შიდა გადადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.

 

სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ - თენგიზ ცერცვაძე 
2020-07-03სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ - თენგიზ ცერცვაძე 

 

მისივე თქმით, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

 

„939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების უკვე 87 პროცენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში კი 107 პაციენტი მკურნალობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X