10:55 | 2020-04-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

კარგი სიახლე! ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები აღარ არიან

კარგი სიახლე! ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები აღარ არიან

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები აღარ არიან,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მძიმე პაციენტების მდგომარეობა ამჟამად მხოლოდ მწვავე პნევმონიით განისაზღვრება.

 

„დადასტურებული პაციენტებიდან, 17 გვყავს მწვავე პნევმონიით. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, მაგრამ მათი მდგომარეობა დასტაბილურდა და მძიმე პნევმონიაში გადავიდა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +