fbpx
21:11 | 2020-08-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“კარგი იქნებოდა, ეს ქალბატონი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო” – ვინ გააღიზიანა ანიტა რაჭველიშვილი

“კარგი იქნებოდა, ეს ქალბატონი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო” – ვინ გააღიზიანა ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის ინ-ვიტრო განაყოფიერების შესახებ გადაწყვეტილებას ასე ეხმიანება.

 

“ეს უბრალოდ გულის ამრევია! დისკრიმინაცია და სხვისი ცხოვრებით თამაშია! კარგი იქნებოდა, ადამიანების უფლებების დარღვევისთვის, ეს “ქალბატონი”, გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო!” – წერს მომღერალი “ფეისბუქზე”.

 

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან ერთი წელი არ არის გასული, ქალი ინ-ვიტრო განაყოფიერებას ვერ შეძლებს. მოგვიანებით მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ მედიასაშუალებებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს ინფორმაცია.

 

“სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის, უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ.

 

გაყინული ემბრიონების მეშვეობით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია სახელმწიფოს ვალია - წულუკიანის უწყება
2020-08-27გაყინული ემბრიონების მეშვეობით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია სახელმწიფოს ვალია - წულუკიანის უწყება

 

სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

 

ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება („სუროგატი დედა“).

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან” – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X