fbpx
15:29 | 2020-09-07 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“კარგი იყო? სწორია?” – ჩცდ-ს „ბარბარიკა“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენაზე

“კარგი იყო? სწორია?” – ჩცდ-ს „ბარბარიკა“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენაზე

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, რომელიც მაყურებელმა “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლით გაიცნო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, პრემიერ მინისტრის კანდიდატურად, მიხეილ სააკაშვილის წარდგენას ეხმაურება.

 

“პრემიერ მინისტრობის კანდიდატი საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს?” – დაწერა მარიშკა ჯავახაძემ.

 

მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. “არც ივანიშვილი იყო საქართველოს მოქალაქე როდესაც ის გახდა პრემიერი” – დაუწერა მას ერთ-ერთმა მეგობარმა, რაზეც ჯავახაძემ შემდეგი პასუხი გასცა: მერე კარგი იყო? სწორია?.

 

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

 

ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს.

 

რაც შეეხება მარიშკა ჯავახაძის სიმპატიებს, ის გივი თარგამაძის ნათლული და “ევროპული საქართველოს” გუნდთან დაახლოებული პირია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
X