21:57 | 2020-05-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კარგი ამბავი-„პრაიმტაიმის“ სიუჟეტის გმირს, მარტოხელა დედას, ემიგრანტმა ბინა დაუთმო

კარგი ამბავი-„პრაიმტაიმის“ სიუჟეტის გმირს, მარტოხელა დედას, ემიგრანტმა ბინა დაუთმო

30 აპრილს, „პრაიმტაიმის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს „ბავშვთა სახლში გაზრდილი ქალის სულისშემძვრელი ისტორია“-ს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

სიუჟეტის მთავარი გმირი, მარტოხელა დედა, რომელიც ბავშთა სახლში გაიზარდა, ამჟამად მცირეწლოვან შვილთან ერთად უკვე ერთი წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარშია.

 

რეგულაციის თანახმად, მან ერთი წლის თავზე უნდა დატოვოს თავშესაფარი და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვს კანონმა არჩევანის წინაშე დააყენა – სოციალური მუშაკები გადაწყვეტილებით, თამარ ტაგიროვას შვილი მინდობით აღზრდაში უნდა გაუშვან, თავად დედა კი დუშეთის პანსიონატში.

 

თამარი დახმარებას ითხოვდა, არ უნდოდა კანონს შვილთან დაეშორებინა.

 

რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე „პრაიმტაიმს“ქართველი ემიგრანტი შეეხმიანა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, ლეჩხუმში საკუთარი ორსართულიანი სახლი და ვენახი რამდენიმე წლით მარტოხელა დედისთვის დაეთმო.

 

მისივე სურვილით მის სახელსა და გვარს არ ვასაჯაროებთ. თუმცა, გეტყვით, რომ მზად არის კერძო სახლი ხვალიდანვე დაუთმოს თამარ ტაგიროვას.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები