12:29 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

„კარგად წაიკითხეთ ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო“ – ემოციური ამბავი ქალზე, რომელიც საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა

„კარგად წაიკითხეთ ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო“ – ემოციური ამბავი ქალზე, რომელიც საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი – სულა სულაშვილი, საფრანგეთიდან პოსტს ავრცელებს, რითიც ის ემიგრაციაში მყოფი ქალების კეთილდღეობისთვის, მათი შრომის დაფასებისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას და პირველ რიგში, ოჯახის წევრებს.

 

„რამდენიმე დღის წინ მის სანახავად ვიყავი… მწვავე სტენოკარდიული შეტევით დააწვინეს ჰოსპიტალში. მობილურის ზარი განუწყვეტლივ რეკავდა… მივხვდი, რომ პასუხის გაცემას თავს არიდებდა… მოვუბოდიშე, დაგტოვებ-მეთქი, ვუთხარი და შემაჩერა… ვერ ვეუბნები ჩემებს რაც დამემართა… ფული სჭირდებათ და რაიმე მიშველეო…

 

„ცხედრები დაანაწევრეს და კვალის დასაფარად სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს“ - ათენში ქართველი დედა-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულები დააკავეს
2020-10-17„ცხედრები დაანაწევრეს და კვალის დასაფარად სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს“ - ათენში ქართველი დედა-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულები დააკავეს

 

სამწუხაროდ, იმ რაოდენობის თანხა ჯიბეზე არ მქონდა. შევპირდი, ახლავე მოვხსნი ბანკომატიდან და დავბრუნდები-მეთქი. მისამართი ჩამაწერინა… აბა მე როგორ გავუგზავნი აქედანო? მეორე დღეს ისევ მივაკითხე. გაგზავნის ქვითარი და კოდი მივუტანე… გახარებულმა დაურეკა ქმარს… 300-ს გიგზავნით, მეტის საშუალება არ მაქვს და ეს გამოიზოგეთო…

 

ყურმილიდან ყვირილის და გინების ხმა შემომესმა. ქალბატონს სახეზე ფერი დაეკარგა. არ შემიძლია, ადამიანო, მეტის გამოგზავნა, რა სიკვდილი ვქნაო? მერე ატირდა… და ქმნა სიკვდილი… დღეს საღამოს გარდაიცვალა… გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით… როგორ გიმალავდათ საკუთარ ტკივილს. ეგონა რომ თქვენ გეტკინებოდათ და თქვენ…

 

პ. ს. უბრალოდ, რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… გაუფრთხილდით ემიგრანტ ცოლებს, დედებს, ბებიებს, დებსა და შვილებს, მათ თქვენი თბილი სიტყვა, ასმაგად, როგორც აძლიერებს, ცუდი ისევე – კლავს…”, – სულა სულაშვილი.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X