00:09 | 2021-05-29 ავტორი: Prime Time

კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე – პაატა იმნაძე კლასტერებზე

კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე – პაატა იმნაძე კლასტერებზე


კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კომენდანტის საათის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ „რადიო თავისუფლებას” განუცხადა.


 

იმნაძის თქმით, ყველა დიდი კლასტერი საქართველოში ყოველთვის დიდ სუფრებთან იყო დაკავშირებული.

 

„ეს[კომენდანტის საათი] არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული.”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!