fbpx
14:04 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

კარანტინში მყოფი პირი, მეოთხე სართულიდან გადმოხტომით იმუქრება

კარანტინში მყოფი პირი, მეოთხე სართულიდან გადმოხტომით იმუქრება

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარ სასტუმრო „ლეგენდ ბიზნეს“-ში განთავსებულ საკარანტინე სივრცესთან პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში მყოფი ერთ-ერთი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა.

ინფიცირებულის ურჩი კონტაქტი - ხანშიშესული ქალი პოლიციის მანქანიდან გადახტა და გაიქცა
2020-08-31ინფიცირებულის ურჩი კონტაქტი - ხანშიშესული ქალი პოლიციის მანქანიდან გადახტა და გაიქცა

როგორც კარანტინში მყოფი თვითმხიველი პრაიმტაიმს უყვება, ეს მამაკაცი რვა დღეა კარანტინშია, პოლიციაც თვითონ გამოიძახა და მას პრეტენზია საკვებთან დაკავშირებით ჰქონდა.

 

„რვა დღეა კარანტინშია, სახლში უნდა წასვლა, გაღიზიანებულია და მიზეზად საკვები დაასახელა. არც ერთი აქ მყოფ ადამიანს საკვებზე პრეტენზია არასოდეს არ გამოუთქვამს. 700 ადამიანია ახლა სასტუმროში. ამ მამაკაცს უბრალოდ სახლში წასვლა უნდა და ესაა მიზეზი. ესაუბრა ადმინისტრიციის თანამშრომლები და პოლიცია ესაუბრება“- აცხადებენ საკარანტინე სივრცის თანამშრომლები.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შს სამინისტროსთან აზუსტებს.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X