11:44 | 2020-03-25 ავტორი: ნინი ტაველიძე

კარანტინში მყოფი ადამიანების რეგიონებიდან ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს – კალაძე

კარანტინში მყოფი ადამიანების  რეგიონებიდან ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რეგიონებიდან თბილისში, კარანტინში მყოფი ადამიანების ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

 

„დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუ იქნება რამე გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას.

 

დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს. რეგიონებიდან თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული ადამიანების თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში და ქალაქებში გადაყვანას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ზოგადი ინფორმაცია მოკლედ: 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X