22:51 | 2020-09-07 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

კარანტინის ვადა ყველასთვის არ შემცირდება! – ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი

კარანტინის ვადა ყველასთვის არ შემცირდება! – ვის შეეხება 8-დღიანი კარანტინი

„ხაზს ვუსვამ რომ რვა დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკარანტინო პერიოდი არ შეეხებათ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს.

 

„12 დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა 8 დღემდე, ანუ ხაზს ვუსვამ რომ რვა დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი მიდის 8-დღიან კარანტინში, მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია მაშინ ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით რომ მეთორმეტე დღეს მათ უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

საკარანტინო პერიოდი  მცირდება - გიორგი გახარია 
2020-09-07საკარანტინო პერიოდი მცირდება - გიორგი გახარია 
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +