fbpx
19:56 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

 

ამასთან ერთად, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. რაც შეეხება იურიდიულ პირს, ის ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X