11:48 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა

კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა

კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის, არტაკ დავთიანის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ armeniasputnik-ი ავრცელებს.

 

ფაშინიანი - ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია
2020-06-07ფაშინიანი - ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია

 

 

მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

 

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X