19:58 | 2020-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“კარანტინის დროს რომ გადავიპარსე თავი, მას შემდეგ თმა არ გამზრდია” – “კაკაჩია” ახალი იმიჯით

“კარანტინის დროს რომ გადავიპარსე თავი, მას შემდეგ თმა არ გამზრდია” – “კაკაჩია” ახალი იმიჯით

“ჩემი ცოლის დაქალების” მეთექვსმეტე სეზონი 26 ივნისს გრძელდება და “ფორმულას” ეთერს ივლისის ბოლომე დაიკავებს. გადასაღებ მოედანს მონატრებული მსახიობები, ენთუზიაზმით შეუდგნენ თავიანთი გმირების გაცოცხლებას.

 

ერთ-ერთი ყველაზე უფროსი მსახიობი, დავით კვირცხალია სეზონს ოდნავ შეცვლილი იმიჯით აგრძელებს. მსახიობმა საკარანტინე სერიების დროს რომ გადაიპარსა თავი, მას შემდეგ ასეა. უბრალოდ, ახლა იმიჯს ბლანჟე დაამატა.

 

2020-06-11"როგორ მინდა ეგონა ბანკში შეუშვან, ეს ხომ ფულის მონაა" - რას გეგმავენ ეგონას გარშემო "ჩცდ"-ში

 

დავით კვირცხალია: – არაფერი ღრმა ჩანაფიქრი არ მქონია. კარანტინის სერიის დროს რომ გადავიპარსე თავი, თმა მალე არ ამოვიდა და ძალაუნებურად ასე გამოვიყურები. ახლა სპეციალურად არ გადამიპარსია.

 

– თითქოს წონაშიც დაკლებული ჩანხართ.

 

– არა მგონია. მე ბერი კაცი ვარ. ხან ისეა, ხან – ასე. არ ვიცი, რა თემები წამოვა გრიშასთან, მაგრამ ეს კაცი ქამელეონივით იცვლება. რეჟისორს და მხატვარს ვუთანხმებ და ისე ვიცვლი იმიჯს. როცა ძველ სერიებს არ უკავშირდება სცენები, მაშინ ასეთი ცვლილება შეიძლება.

 

დარჩენილი სერიები ასე გადავიღეთ. ისიც არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩემი გმირის ხაზი. წინასწარ ხომ არაფერი ვიცი. თუ დამიძახებენ, სიამოვნებით გადავიღებ. თუ არადა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.

 

როლი ხომ არ მოგბეზრდათ?

 

– არა, არ მომბეზრებია. უბრალოდ მე ხომ არასდროს ვიცი, რა ელოდება გრიშას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X