fbpx
15:55 | 2020-04-21 ავტორი: ნინი ტაველიძე

კარანტინიდან გასვლის მიზნით 8 მეგობარმა დაკრძალვის ცერემონია გაითამაშა (კენია)

კარანტინიდან გასვლის მიზნით 8 მეგობარმა დაკრძალვის ცერემონია გაითამაშა (კენია)

კენიაში 8 მეგობარს კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინიდან გასვლა და სხვა ქალაქში მოგზაურობა ძალიან უნდოდა.

 

აი, რა მოიმოქმედეს მათ:

 

მეგობრებმა გადაწყვიტეს დაკრძალვის ცერემონიის იმიტაცია მოეწყოთ. ამისთვის, მათ კუბო შეიძინეს და მანქანის სახურავზე დაამაგრეს. ასევე მეგობრებმა მძღოლიც დაიქირავეს, რომელმაც ისინი კენიის დედაქალაქ ნაირობიდან ქალაქ ჰომა-ბეიში ჩაიყვანა. ამის შესახებ Daily Nation-ი წერს.

 

როდესაც ისინი გზაში პოლიციამ გააჩერა, უთხრეს, რომ მათ მიცვალებული გადაჰყავდათ. მეტი დამაჯერებლობისთვის კი დაკრძალვის ყალბი ცნობა დაამზადებინეს.

 

380 კილომეტრის გავლის შემდეგ, ისინი პატარა ქალაქს მიადგნენ. როდესაც იქ მცხოვრებლებმა მანქანაზე მიმაგრებული კუბო შენიშნეს, ისინი მანქანის გარშემო შემოიკრიბნენ.

 

რატომღაც მათ მიცვალებულის ნახვა მოინდომეს. თუმცა, სასახლე ცარიელი აღმოჩდა. ამის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობეს.

 

ტესტირების შემდეგ მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ახლა ყველა ადამიანი, ვინც მათთან ახლო კონტქტში იყო კარანტინშია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X