13:04 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გამოვლენილი კოვიდინფიცირებული ქალის სიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, უკვე გადაყვანილია სამკურნალოდ, ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში და მას ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

 

„გუშინვე ავუღეთ ბიოლოგიური მასალა, ქალბატონის სამ კონტაქტს და მის სიძეს ვირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ძნელია, ჯერ თქმა, ვინ არის პირველწყარო და ვის ვისგან გადაედო. ამ ყველაფერს ვიკვლევთ.

 

ისინი კახეთში ჩამოვიდნენ საკუთარი ავტომანქანით და კონტაქტები არ ჰქონიათ, თუმცა, ჩვენ სოფელში, ეპიდემიოლოგიურ კვლევას მაინც ვატარებთ. ასევე ტესტირება ჩაუტარდა ოთხ მედიკოსს, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ და პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

ამირან გამყრელიძე - ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს ეპიდემიოლოგები დაადგენენ
2020-06-23ამირან გამყრელიძე - ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს ეპიდემიოლოგები დაადგენენ

 

შეგახსენებთ, 63 წლის ქალს, კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ის პნევმონიითა და სუნთქვის გაძნელებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

მედიკოსებმა კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებულის ქალიშვილი და შვილიშვილი, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

სპეციალისტების განმარტებით, კოვიდინფიცირების ეს შემთხვევები, თბილისს უკავშირდება და ის კახეთში გამოვლენილად არ ითვლება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X