20:08 | 2021-05-13 ავტორი: Prime Time

„კანონიერი ქურდის“ და რუსი დეპუტატის ყოფილი ცოლი განმარტავს, რა ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან

„კანონიერი ქურდის“ და რუსი დეპუტატის ყოფილი ცოლი განმარტავს, რა ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან

მარია მაკსაკოვა ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი და მარინის თეატრის სოლოსტია. მისი პირველი მეუღლე პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ვლადიმერ ტიურინი გახლდათ, რომელსაც კრიმინალურ წრებში „ტიურიკის“ მეტსახელით იცნობენ.

 

მაკსაკოვას მეორე ქმარი, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი 2017 წელს უკრაინაში მოკლეს.

 

იმავე წელს ვორონენკოვის ქვრივი გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის საავტორო გადაცემაში „სხვა უკრაინა“. სწორედ ამ დროიდან რუსულმა მედიამ ააგორა ჭორი მაკსიკოვასა და სააკაშვილის რომანზე.

 

ცნობილი რუსი არტისტი გავრცელებულ ხმებს Комсомольской правде-თან ინტერვიუში განმარტავს და სააკაშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

 

 

ჟურნალისტი:  ყველა საუბრობს თქვენს რომანზე მიხეილ სააკაშვილთან… Მართალია?

 

 

მარია მაკსაკოვა: – ის მხოლოდ რამდენჯერმე მინახავს. ჩემთვის საინტერესო იყო მასთან საუბარი. ვიყავი ევროვიზიის VIP სექტორში. ის ბავშვთან ერთად მოვიდა იქ. მან შემომთავაზა გადაცემაში მონაწილეობა. Სულ ეს არის… არც კი ვიცი რა ვთქვა … ისინი ყოველთვის ცდილობენ რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებში ჩამრთონ, თუმცა უკვე ნათლად ვთქვი, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკით დაკავებას.

 

ცნობილ საოპერო მომღერალს „კანონიერი ქურდ“ ვლადიმერ ტიურინთან ორი საერთო შვილი ჰყავს. ის ახლა შვილების და წართმეული ქონების დასაბრუნებლად იბრძვის.

 

 

ავტორი: Prime Time

X