13:51 | 2020-05-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„კანონიერი ქურდების“ მკვლელობაში ბრალდებულმა ე.წ. მილიციას ცეცხლის გაუხსნა – რა მოხდა სოხუმში

„კანონიერი ქურდების“ მკვლელობაში ბრალდებულმა ე.წ. მილიციას ცეცხლის გაუხსნა – რა მოხდა სოხუმში

სოხუმის სანაპიროზე 2019 წლის 22 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ე.წ. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, 1982 წელს დაბადებული ბესლან ბგანბა დააკავეს.

 

ამ უკანასკნელმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა.

 

ამჟამად, ბრალდებული ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

 

ბგანბაზე ძებნა აფხაზეთის „გენერალურმა პროკურატურამ” 2020 წლის 11 თებერვალს გამოცხადა. ის ოჩამჩირის რაიონში 8 მაისს დააკავეს.

 

მანამდე, ამავე ამავე ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა სამ პირს: ასლან ბლაბბას, დათო და დემურ ახალაიებს. გარდა ამისა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ძებნა გამოცხადდა ერიკ ჭკადუაზე.

 

22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი „კანონიერი ქურდები“ – ალხაზ ავიცბა და ასტამურ შამბა მოკლეს.

 

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც უფრო გვიან, 3 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 22 ნოემბერს აღიძრა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X