19:17 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

„კანონიერ ქურდს“ თურქეთში სცემეს და სტატუსი ჩამოართვეს – რა კავშირი აქვს ფაქტს ახალდაბაში მომხდარ მკვლელობასთან?

„კანონიერ ქურდს“ თურქეთში სცემეს და სტატუსი ჩამოართვეს – რა კავშირი აქვს ფაქტს ახალდაბაში მომხდარ მკვლელობასთან?

დიდი გარჩევა თურქეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის… ცნობილი ხდება, რომ კრიმინალური დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ქურდული სტატუსი ჩამოართვეს „კანონიერ ქურდს“ ჯერიან კინწურაშვილს, მეტსახელად „ხონსკის“.

 

მას დროებით საცხოვრებელ სახლში ასევე ქართველი „კანონიერ ქურდები“ რამაზ ძნელაძე, ბესო კუპრეიშვილი და მალხაზ მგალობლიშვილი, იგივე „ყურშა“ გაუსწორდნენ.

 

→ Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა – დაკითხვის ოქმი

 

დაპირისპირების მიზეზი ე.წ. ქურდული საერთოდან თანხის მითვისება სახელდება. აქვე გაიჟღერა „კანონიერი ქურდის“ მამუკა კვიჟინაძის გვარმაც, რომელთანაც კინწურაშვილს დიდხნიანი დაპირისპირება აკავშირებს.

 

საქმე იქამდეც მივიდა, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოში, კერძოდ სოფელ ახალდაბაში მოკლეს კვიჟინაძის ახლო მეგობარი, 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი.

 

მანამდე ტრაპზონში თავდასხმა მოხდა ჯეირან კინწურაშვილის გარემოცვაზე, რამდენიმე ადამიანი მაშინ მძიმედ დაშავდა.

 

ასევე ნახეთ: ვინ არის „კანონიერი ქურდი“, ვისთანაც ქართულ დაჯგუფებებს ნაძარცვის 50% მიჰქონდათ? ⇓

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!