00:37 | 2020-07-21 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

კანიე უესტს ვიცე-პრეზიდენტად Jay Z სურს

კანიე უესტს ვიცე-პრეზიდენტად Jay Z სურს

ამერიკელი რეპერების კანიე უესტის და Jay Z-ის ცნობილი დუეტი შეიძლება აშშ-ს ხელისუფლების სათავეშიც ვიხილოთ.

 

როგორც ვიცით, კანიე უესტი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ვიცე-პრეზიდენტად კი რეპერს, ასევე ცნობილი რეპერი Jay Z სურს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

 

თავდაპირველად, უესტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიშელ ტიდბოლის დანიშვნას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა პოსტზე მეგობარი რეპერის ხილვა სურს.

 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება, კანიე უესტი კი მარათონში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს.

 

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები