21:19 | 2020-03-12 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია

კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას cbc-ი ავრცელებს.

 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებისას ტრუდოს ცოლს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

 

როგორც კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნული, მან ანალიზი კორნავირუსზე უკვე ჩააბარა და პასუხებს ელოდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები