11:49 | 2020-04-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

კალიფორნიაში კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს

კალიფორნიაში კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს

კალიფორნიაში, კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს. მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, მათ სახლში დიდი წვეულება მაინც მოაწყვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

პოლიციამ ჯერჯერობით არ იცის რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წვეულებაზე.

 

სხვა ადგილობრივი მედიის მონაცემებით წვეულებაზე 400-დან 500 კაცამდე იყო.

 

დაჭრილებს შორის არის 4 ქალი, ერთი კაცი და ერთიც მოზარდი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გამომძიებლებმა ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. დაზარალებულებიდან არცერთი ადამიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. პოლიცია ეძებს ოთხ კაცს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.

 

მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას.

 

ბოლო მონაცემებით ამერიკაში 500 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაცვლილთა რიცხვი 22 ათასზე მეტია.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

X